რეკლამა

ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში ჩატარებულ იდეათონში რჩეული გუნდები გამოვლინდნენ

ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში ჩატარებულ იდეათონში რჩეული გუნდები გამოვლინდნენ

ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ფარგლებში ჩატარებულ იდეათონში რჩეული გუნდები გამოვლინდნენ.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იდეათონი 29-30 მარტს მიმდინარეობდა. ორი დღის განმავლობაში 9 ახალგაზრდულმა გუნდმა იმუშავა და ჟიურის წარუდგინა იდეები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ქუთაისის ეკო სმარტ ქალაქად ტრანსფორმაციას.

" ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელი „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო პროექტია, რომელიც ჩვენს ქალაქში ხორციელდება.

ამ პროექტის ეფექტურობისათვის უმნიშვნელოვანესია მასში ახალგაზრდების ჩართულობა, მათი კრეატული და ინოვაციური იდეები ხელს შეუწყობს ქუთაისის, როგორც ეკო სმარტ ქალაქის განვითარებას, ეკო-მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებას და ჩვენი ქალაქის კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას ვიზიტორებისთვის.

ორი დღის განმავლობაში, იდეათონის მონაწილეებმა ბევრ საინტერესო იდეაზე იმუშავეს, მათ შორის საუკეთესოებს კი,   მომდევნო ეტაპზე , ქუთაისის მერიის და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, რეალობად ვაქცევთ.

იდეათონზე გამოყენებითი ეკოინოვაციების აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადავეცით"- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა. 

იდეათონის ორგანიზატორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების: ქუთაისის მერიის, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრი“, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, კომპანია "პოდკასტი ტექ-თოქის" რჩეულები გახდნენ და შესაბამისი პრიზები და სიგელები გადაეცათ გუნდებს:  

 Eco Park Stewards, ადლერი, ეკო-შოკი, INT-Max, მშენებლები, მხატვარი.

საუკეთესო იდეებს მიეცა რეკომენდაცია, რომ ქალაქში განხორციელდეს.

ღონისძიება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით ჩატარდა. 

  ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელზე „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი“ მუშაობა ევროკავშირი-UNDP-ის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები