ონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. 6 თებერვალს მოსულმა უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. დიდთოვლობის გამო რამდენიმე ადგილზე ზვავი ჩამოწვა რამაც, გარე სამყაროს მოწყვიტა სამი ადმინისტრაციული ერთეული.
"ასეთ ლოკაციებზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდა. დღეის მდგომარეობით, შიდასახელმწიფოებრივ მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზის კმ30-კმ35 მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელია. ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით, რამდენიმე სოფელში კვლავ რჩება პრობლემა, თუმცა მის აღმოსაფხვრელად, ენერგო კომპანიის ბრიგადები ინტენსიურად აგრძელებენ მუშაობას," - განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა.