რეკლამა

რა ხდება ბაღდათის სოფელ ხანში, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა?

რა ხდება ბაღდათის სოფელ ხანში, სადაც მიწის მასა ჩამოიშალა?

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში, გუშინ გვიან ღამით მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც გამოიწვია მდინარე ხანის წყლის შეგუბება.

“ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მყისიერად მოახდინა  მდინარე ხანისწყლის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის გაფრთხილება. ასევე, მეწყრული პროცესის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა  შესაბამის სამსახურებს. 

მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე,  საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, მერის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურები, როგორც სამაშველო, ასევე გარემოს დაცვისა და გეოლოგების ჯგუფები.  

ბოლო მონაცემებით, მდინარე ხანის წყალი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. გეოლოგები მეწყრულ ტერიტორიაზე აგრძელებენ  მოკვლევით სამუშაოებს, დასკვნის დადების შემდე განხორციელდება  სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები,”-აცხადებენ ბაღდათის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები