TOPNEWS » მთავარი თემა » ვანში ქართული საოპერო მუსიკის საღამო გაიმართა
ვანში ქართული საოპერო მუსიკის საღამო გაიმართა
ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში ქართული საოპერო მუსიკის საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე და მერიის და საკრებულოს სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
წარმოდგენილი იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი ქართული საოპერო არიებით.
პროექტი, რომლის მიზანი ქართული საოპერო მუსიკის პოპულარიზაცია და რეგიონებში კლასიკური ხელოვნების გატანაა, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა..





