TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ახალი სივრცე-ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქი მოეწყობა

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ახალი სივრცე-ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქი მოეწყობა

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ახალი სივრცე-ქუთაისი საუნივერსიტეტო ქალაქი მოეწყობა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ერემეიშვილმა  და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ცაგარელმა  ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია,  მხარეებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში,  განსაზღვროს ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე შენობა-ნაგებობის სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპები. 

ქუთაისის ცენტრალურ სკვერში არსებულ შენობაში განთავსდება სივრცე  “ქუთაისი - საუნივერისტეტო ქალაქი”. ქუთაისის მერიისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით შემუშავდა სივრცის კონცეფცია, რაც გულისხმობს  ქუთაისის, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქის  პოპულარიზაციას. 

სივრცე გააერთიანებს 4 საგანმანათლებლო ზონას: ციფრული უნარების, ხელოვნური ინტელექტის და STEM სისტემების ზონა; კულტურული, სოციალური და შემეცნებითი ზონა; ახალგაზრდების მომსახურებების ზონა;  დასვენების, კომუნიკაციის და შეხვედრების ზონა.

კონცეფციის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ორგანიზაციები, ქალაქის სტუმრები. სივრცეში ყველა უნივერსიტეტს და საგანმანათლებლო ორგანიზაციას ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს  საკუთარი პროექტები, მოიწვიოს სტუმრები, გამართოს დისკუსიები, ჩაატაროს პანელური შეხვედრები, უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu