TOPNEWS » მთავარი თემა » რაზე ისაუბრეს ლენტეხის მერიაში გამართულ თათბირზე?

რაზე ისაუბრეს ლენტეხის მერიაში გამართულ თათბირზე?

რაზე ისაუბრეს ლენტეხის მერიაში გამართულ თათბირზე?

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საკონსულტაციო საბჭოს წევრები და რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხი 2027 წელს რეგიონში დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა და მოწონება იყო.

ასევე, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის პრობლემური ობიექტები, მუნიციპალიტეტებში ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები და მოსახლეობისა და საჯარო სკოლების სათბობით, საშეშე მერქნითა და ბრიკეტით მომარაგების საკითხები.

საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებს, მერების ყოველწლიური ანგარიშების წარდგენას და მიმდინარე ეტაპისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებსაც. სხდომის ფარგლებში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ინფორმაცია ადგილობრივ დონეზე არსებული საჭიროებებისა და პრიორიტეტების შესახებ, სხვადასხვა მიმართულების მიხედვით.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში დაგეგმილი პროექტების ეფექტიან განხორციელებაზე, მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაციასა და მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაზე.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu