რეკლამა

კურორტ შოვში 50 ადამიანი დაკარგულად ითვლება

კურორტ შოვში 50 ადამიანი დაკარგულად ითვლება

კურორტ შოვში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, 50-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. მათ შორის არიან ბავშვებიც. 

"100 კაცი მაინც ვიქნებით, მანქანებში ვართ მცირეწლოვანი ბავშვებით. გვპირდებოდენ გადაყვანას, მაგრამ ხვალამდე ვერ გადავყავართ. პლუს ბავშვების ბანაკია სკოლის 75 ადამიანი არიან ისინი, ყველას ხვალ გადმოგვიყვანენ,"-ამბობს ერთ-ერთი დამსვენებელი.

"სამშველო სამსახური კვლავ აგრძელებს ძებნას. 15 ადამიანი არის დაკარგული, რომლებიც კოტეჯებში იმყოფებოდნენ. კოტეჯები განადგურებულია მეწყერის გამო. იმედია, ყველანი ცოცხლები იქნებიან".

"ამ მომენტისათვის 70-მდე მოქალაქე უკვე გამოყვანილია სტიქიის ზონიდან, 152 ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა, რომლებიც იმყოფებიან უკვე უსაფრთხო ადგილას და მაშველებთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. უზრუნველყოფილი არიან ყველა აუცილებელი საჭიროებით და ხვალ უკვე დაგეგმილია მათი გადმოყვანა.

ამასთან, დაახლოებით 50 ადამიანია, რომელთანაც კავშირი ვერ ხერხდება," - განაცხადა რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები