DMO-იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 2023 წლის 5-8 ოქტომბერს, იმერეთში იმერული ღვინის კონკურსი ჩატარდება.
კონკურსის მიზანს იმერული ყურძნის ჯიშების, იმერული ღვინისა და ზოგადად იმერეთის როგორც მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონის ცნობადობის ამაღლება და მსოფლიოსთვის საუკეთესო იმერული ყურძნის ჯიშებისაგან წარმოებული ღვინოების წარდგენა წარმოადგენს, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ბაზრებისათვის.
საკონკურსო ნიმუშების დეგუსტირებას მოახდენს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარი ჟიური. ღვინის გასინჯვისას დაცული იქნება კომპანიის ანონიმურობა.
კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა:
კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას 100%-ით იმერული ყურძნის ჯიშისგან ან/და ჯიშებისაგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა ჯიშის ყურძნის შერევით წარმოებული ღვინო, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.
კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:
• ღვინო უნდა იყოს ბოთლში ჩამოსხმული, მზად რეალიზაციისათვის;
• წარდგენილი ღვინის მინიმალური, დარჩენილი რაოდენობა არ უნდა იყოს 100 ბოთლზე ნაკლები.
ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
• მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება
• ბრენდის დასახელება
• ღვინის დასახელება
• ჩამოსხმის წელი
• ყურძნის ჯიში
• რეგიონი/ქვეყანა
• მოცულობა
• წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 4 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ)
ნიმუშების მოტანამდე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა :
https://forms.gle/g8KMQXyYE8AQTEkCA
ნიმუშები უნდა გამოიგზავნოს DMO-იმერეთის ოფისში, მისამართზე:
ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი 9ა.
20 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით, 12:00-დან 17:00 საათამდე.
ნიმუშებს თან უნდა დაურთოთ გადარიცხვის ფურცელი.
საყურადღებო ინფორმაცია:
• ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.
ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:
ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 80 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
მიმღების სახელი: შპს იმერული ღვინის ასოციაცია
მიმღები ბანკი“ ს.ს. „ თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში: GE62TB7247036080100014
დანიშნულება: იმერული ღვინის კონკურსის საფასური.
თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს 2023 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.