TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტი მეორად ჩარიცხვებს აცხადებს

ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტი მეორად ჩარიცხვებს აცხადებს

ქუთაისში, წერეთლის უნივერსიტეტი მეორად ჩარიცხვებს აცხადებს

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

 “საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს ეძლევა შანსი ჩაირიცხოს უმაღლეს სასწავლებელში. თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადალახეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ მოხვდით სასურველ პროგრამაზე, ჯერ კიდევ შეგიძლიათ დაიწყოთ სტუდენტური ცხოვრება რეგიონის წამყვან, მრავალპროფილურ უნივერსიტეტში.

ვაკანტურ ადგილებზე რეგისტრაცია გამოცხადდება 2026 წლის სექტემბრის პირველ ნახევარში.

 ვაკანტური ადგილები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე:

🔹 კომპიუტერული მეცნიერება – 85 ადგილი

🔹 დიპლომირებული მედიკოსი / PBL – 113 ადგილი

🔹 დიპლომირებული მედიკოსი (ინგლისურენოვანი) – 10 ადგილი

🔹 მშენებლობა – 52 ადგილი

🔹 მენეჯმენტი (ფოთი) – 50 ადგილი

🔹 ელექტრული ინჟინერია – 21 ადგილი

🔹 საშემსრულებლო ხელოვნება – 17 ადგილი

🔹 სატრანსპორტო საშუალებების სერვისი და ექსპერტიზა – 16 ადგილი

🔹 ტექნიკური სისტემები და ტექნოლოგიები აგრობიზნესში – 15 ადგილი

🔹 ფარმაცია – 14 ადგილი

🔹 გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია – 12 ადგილი

🔹 ფარმაცევტული და კოსმეტიკური ტექნოლოგიები – 7 ადგილი

🔹ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია – 6 ადგილი

🔹 მათემატიკა (მასწავლებლის 60-კრედიტიანი პროგრამის ინტეგრირებით) – 4 ადგილი

🔹 ეკონომიკა – 1 ადგილი

🇬🇪 ქართულ ენაში მომზადების პროგრამები:

🔹სომხურენოვანთათვის – 125 ადგილი

🔹აზერბაიჯანულენოვანთათვის – 104 ადგილი

🔹აფხაზურენოვანთათვის – 26 ადგილი

🔹ოსურენოვანთათვის – 26 ადგილი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარკეტინგის, პროექტებისა და ღონისძიებების მართვის სამსახურს: მისამართი: ქუთაისი, თამარ მეფის №59, I კორპუსი, I სართული, ოთახი №1112.  ტელეფონი: 0431 24 00 36,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu