TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში “წლის მეეზოვეები” გამოავლინეს
ქუთაისში “წლის მეეზოვეები” გამოავლინეს

ქუთაისში მეეზოვის პროფესიული დღე აღინიშნა. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული დღე ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებს მიულოცეს.
“მეეზოვის დღესთან“ დაკავშირებით, „სპეცსერვისებმა“ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული თანამშრომლები გამოავლინეს.
“წლის მეეზოვის“ წოდება მიენიჭათ: ნათელა ლარიონოვას, ბაჩუკი ჩადუნელს და ტატიანა პერსიანოვას, „წლის საუკეთესო მძღოლი“ ილია ლურსმანიძე, „წლის საუკეთესო ტექნიკური მუშაკი“ კი - თორნიკე ჭიღვარია გახდა.