TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისმა ფოტოკონკურსს „ქუთაისის ჩაკარგული არქიტექტურა“ უმასპინძლა
ქუთაისმა ფოტოკონკურსს „ქუთაისის ჩაკარგული არქიტექტურა“ უმასპინძლა
ქუთაისმა MA architects-ის ფოტოკონკურსს „ქუთაისის ჩაკარგული არქიტექტურა“ უმასპინძლა, რომელშიც როგორც პროფესიონალი, ასევე, მოყვარული ფოტოგრაფები მონაწილეობდნენ.
ფოტოკონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალს ქუთაისის მერის მოადგილეები დავით ნიშნიანიძე და შალვა მშვილდაძე დაესწრნენ.
ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი ნატა კახიძემ დაიკავა, მეორე ადგილზე მინდია ჩანქსელიანი,მესამეზე კი თორნიკე ტურაბელიძე გავიდა.





