რეკლამა

ტყიბულის შახტაში რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

ტყიბულის შახტაში რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა

კომპანია “საქნახშირში” რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა. კომპანიის ინფორმაციით, მათ  პროგრამა და შესაბამისი კონტრაქტი შესთავაზეს იმ 38 ადამიანს, ვისი კადრიც რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა (ჯამში 38 დასაქმებული). 

“მათგან შვიდმა აღნიშნულ შეთავაზებაზე საკუთარი ნებით თქვა უარი (მათთან 2 თვიანი კომპენსაციის გადახდის შეთანხმება შედგება). 

დანარჩენ 31 თანამშრომელთან შეთანხმება უკვე გაფორმდა.  

15 იანვარს გადამზადების პროგრამა დაიწყება, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა შეიმუშავეს. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ახალი შახტის მშენებლობისთვის საჭირო იქნება 180 სპეციალისტის დასაქმება.

აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს. განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭებათ ტყიბულის მცხოვრებლებს და შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებს. 

კადრების გადამზადების პროგრამას საქნახშირი სრულად დააფინანსებს.  

გრაფიკთან და პროფესიებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია 10 იანვრის შემდეგ გამოქვეყნდება. 

საქნახშირი მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს ერთგული სამსახურისთვის და ძალ-ღონეს არ დაიშურებს დასაქმებულების კეთილდღეობისა და პროფესიული წინსვლისთვის. 

ტყიბული არის და იქნება წარმატებისა და აღმშენებლობის მაგალითი,”-აცხადებენ კომპანიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები