TOPNEWS » მთავარი თემა » საჩხერეში მასტერი იმღერებს

საჩხერეში მასტერი იმღერებს

საჩხერეში მასტერი იმღერებს

საჩხერეში წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართება. 

თავისუფლების ქუჩაზე, მერიის მიმდებარედ  საბავშვო-გასართობი ღონისძიებები 14:00 საათიდან დაიწყება. 
ტერიტორიაზე ეწყობა საბავშვო სივრცეები და პატარების განწყობაზე იზრუნებენ ანიმატორები; თოვლის ბაბუა კი პატარებს საჩუქრებს გადასცემს. მოეწყობა საკარნავალო მსვლელობა და გასართობი წარმოდგენები.

ღონისძიება არ ჩაივლის საშობაო ბაზრობის გარეშე. ადგილზე გაიმართება ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. 

16:00 საათზე დაიწყება წლის წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონიალი და გაიმართება გრანდიოზული კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით. თქვენს წინაშე წარსდგებიან: ანსამბლი ,,შვიდკაცა“, ჯგუფი ,,რეგიონი“, ,,კახაბერი და ხანუმები“, რეპერი ,,მასტერი“.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu