რეკლამა

ქუთაისის მერიის კულტურის ააიპი ახალ პროექტებს გეგმავს

ქუთაისის მერიის კულტურის ააიპი ახალ პროექტებს გეგმავს

 ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ სახელოვნებო, საგანმანათლებლო, დაწესებულებათა გაერთიანებას", ააიპ ,,გერმანულ- ქართულ სახლსა“  და ააიპ  ფონდ ,,საქართველოს ემიგრანტებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

მემორანდუმების მიზანია   საქართველოს, გერმანიასა და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოების კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო სფეროში ახალგაზრდების   ჩართულობა და თანამშრომლობა, რაც გულისხმობს ერთობლივი  კონცერტების, ვორქშოფების, კონკურსების და სხვა აქტივობების გამართვას.

მემორანდუმებს ხელი  ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების " მმართველმა ვაჟა ჯუღელმა, ორგანიზაცია ,,საქართველოს ემიგრანტები“-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა ქეთევან კინწურაშვილმა,  ორგანიზაცია  ,,გერმანულ-ქართული სახლის ‘’ მმართველმა, გერმანიაში მცხოვრებმა ნინო ციბაძემ მოაწერეს.

"ააიპ -ფონდი ,,საქართველოს ემიგრანტები“  ახორციელებს საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტს ,,პატრიოტი დიასპორელი“. პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელია  ნინო ციბაძე. პროექტის მონაწილე  ემიგრანტ ახალგაზრდებს საქართველოში ყოფნის დროს( სასწავლო დროს) საშუალება ექნებათ, ისწავლონ მათ მიერ არჩეული საგნები, ეზიარონ და გაიხსენონ ქართული კულტურა და ხელოვნება, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობებში , დაათვალიერონ გაერთიანებას დაქვემდებარებული მუზეუმები. პროექტის  მიზანია    ახალგაზრდებმა გაიტანონ ქართული კულტურა მთელ მსოფლიოში და დაბრუნდნენ სამშობლოში.

ორგანიზაცია ,,გერმანულ - ქართული სახლის“ და ა(ა)იპ კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო, დაწესებულებათა გაერთიანების ( ფილიალების) თანამშრომლობით საფუძველი ჩაეყარა  ახალი და მნიშვნელოვანი კულტურული  პროექტების განხორციელებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა ემიგრანტებთან.

მემორანდუმების გაფორმება ხელს შეუწყობს გაერთიანების საქმიანობისა და მნიშვნელობის ცნობადობის ზრდას,  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტებისათვის ქართული ტრადიციებისა  და კულტურის კიდევ ახლოს გაცნობას და მათ ჩართულობას ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესში,"-აცხადებენ კულტურის ააიპში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები