ფაქტები, რომლებიც წითელას შესახებ უნდა ვიცოდეთ

წითელა ვირუსით გამოწვეული, ძალზედ გადამდები და პოტენციურად სერიოზული დაავადებაა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს სმენისა და მხედველობის დაკარგვა, ტვინის დაზიანება და, შესაძლოა, სიკვდილიც.
წითელა ვრცელდება პირდაპირი კონტაქტით და ჰაერის გზით. ვირუსი აზიანებს სასუნთქ გზებს, ხოლო შემდეგ მთელს ორგანიზმში ვრცელდება.
გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ქალები, რომლებსაც იმუნიტეტი არ აქვთ და ორსულობის დროს წითელათი დაავადდნენ, იმყოფებიან აბორტის, ნაადრევი მშობიარობის და მცირეწონიანი ბავშვების დაბადების რისკის ქვეშ.
წითელას პრევენციის ერთადერთი გზა წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციაა!
წითელას მიმართ მყარი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისთვის აცრა ტარდება ორჯერ -12 თვის და 5 წლის ასაკში კომბინირებული ვაქცინით.
ორი დოზით ვაქცინირებული პირების 99%-ში ყალიბდება მყარი იმუნიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლის მანძილზე წითელასგან დაცვას.
ყოველწლიურად ვაქცინაციის 95%-იანი მოცვის მაჩვენებლის მიღწევა ხელს უწყობს მოსახლეობაში წითელას გავრცელების პრევენციას და ამცირებს ეპიდაფეთქებების რისკს.
წითელას შეჩერების ერთადერთი გზა ვაქცინაციაა!