რეკლამა

ხონში ქალბატონებისთვის უფასო კვლევები ჩატარდა

ხონში ქალბატონებისთვის უფასო კვლევები ჩატარდა

ქალთა მიმართ ძალადობის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა ფონდ „სოხუმის“ ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, UNDP-გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, ხონში ქალებისთვის მნიშვნელოვანი, საჭირო და აუცილებელი უფასო სამედიცინო აქცია აგანხორციელდა.
შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი „ჰერას” პროფესიონალი ექიმების ჯგუფმა აქციის ფარგლებში ადგილობრივ და დევნილ ქალბატონებს შემდეგი გამოკვლევები ჩაუტარეს:
ძუძუს კიბოს სკრინინგი;
ექიმის (რადიოლოგის ან მამოლოგის) გასინჯვა
მამოგრაფიული გამოკვლევა;
გინეკოლოგის კონსულტაცია/გასაუბრება;
ოჯახის ექიმის კონსულტაცია/გასაუბრება.
პროცესს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მანანა გოფოძე. იქვე, ფონდ "სოხუმი"-ს ფორუმ-თეატრის მოხალისე მსახიობებმა ძალადობის თემატიკაზე პერფორმანსები წარადგინეს. გაიმართა დისკუსია.

ტეგები:

Facebook - კომენტარები