ვანის ახალგაზრდობის სახლში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილი ქალბატონების დაჯილდოება გაიმართა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა გოჩა ჭუბაბრიამ და ვლადიმერ ხელაძემ თავიანთი მოღვაწეობით დამსახურებული და გამორჩეული ბიოგრაფიის მქონე ქალბატონები დააჯილდოვეს. აღნიშნულმა ქალბატონებმა საკუთარი თავი და ცხოვრება ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე ზრუნვას და მომავალი თაობების აღზრდას მიუძღვნეს. მათი პროფესიული წარმატება მომავალი თაობებისთვის დიდი მოტივაცია და სტიმულის მომცემია.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დამსახურებული პედაგოგიური, სამედიცინო თუ სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობისთვის, თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადეს და სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადადასცეს.
ეს ქალბატონები არიან:
1. ფაცია ჩიქოვანი - მეეზოვე
2. ცუცა ჩახუნაშვილი - დამლაგებელი
3. ნაილი ადეიშვილი -ყუმურის სკოლის დირექტორი
4. ლამარა ჯანელიძე - საბავშვო ბაგა-ბაღის გამგე
5. ნარგიზა გიორგაძე - ექიმი
6. დალი მეფარიშვილი - ექიმი
7. ნაირა აბრამიძე - ექთანი
8. ლიანა კანკაძე - ექთანი
9. ლამარა დვალიშვილი - ბიბლიოთეკის უფროსი
10. ლუდმილა ბრეგვაძე - მუსიკის პედაგოგი- მადლობა თქვენი ღვაწლისა და საქმიანობისთვის!