ამბროლაურში აგრარული ბაზრის კეთილმოწყობა მიმდინარეობს
ამბროლაურში აგრარული ბაზრის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს მდინარე კრიხულას მარცხენა სანაპიროზე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული აგრარული ბაზრის ტერიტორიის რეაბილიტაცია -კეთილმოწყობას, არსებული დახლების ჩანაცვლებას თანამედროვე კეთილმოწყობილი დახლებით, ამორტიზებული შენობა -ნაგებობის, ელექტრო გაყვანილობის და გათბობის ქსელის რეაბილიტაციას. ასევე, ადაპტირდება გარემო შშმ პირთა გადაადგილებისათვის და მოეწყობა მცირე საპარკინგე ტერიტორია.
პროექტის ღირებულება 490 122 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან-ზვიად მხეიძესთან, მერის პირველ მოადგილესთან-დავით გოგლიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან-ასლან საგანელიძესთან ერთად გაეცნო.
აგრარული ბაზრის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია ახალ სიცოცხლეს შესძენს ქალაქის ცენტრს და მნიშვნელოვნად გაზრდის ეკონომიკურ და სოციალურ როლს.





