TOP-NEWS.GE / ამბროლაურში აგრარული ბაზრის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

ამბროლაურში აგრარული ბაზრის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

 ამბროლაურში აგრარული ბაზრის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს მდინარე კრიხულას მარცხენა  სანაპიროზე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არსებული აგრარული ბაზრის ტერიტორიის რეაბილიტაცია -კეთილმოწყობას,  არსებული დახლების ჩანაცვლებას თანამედროვე კეთილმოწყობილი დახლებით, ამორტიზებული შენობა -ნაგებობის, ელექტრო გაყვანილობის და გათბობის ქსელის რეაბილიტაციას. ასევე, ადაპტირდება გარემო შშმ პირთა გადაადგილებისათვის და მოეწყობა  მცირე საპარკინგე ტერიტორია.

პროექტის  ღირებულება 490 122 ლარს შეადგენს.

მიმდინარე სამუშაოებს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან-ზვიად მხეიძესთან, მერის პირველ მოადგილესთან-დავით გოგლიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან-ასლან საგანელიძესთან ერთად გაეცნო.

აგრარული ბაზრის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია ახალ სიცოცხლეს შესძენს ქალაქის ცენტრს და  მნიშვნელოვნად  გაზრდის  ეკონომიკურ და სოციალურ როლს.

12-04-2025, 00:00
უკან დაბრუნება