სამტრედიაში ორ უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი სახლები გადასცეს

სამტრედიაში ორ უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი სახლები გადასცეს

სამტრედიაში, ვაზისუბანში მცხოვრებ გეფერიძეების ოჯახსა და ქალაქ სამტრედიაში მცხოვრებ მრავალრიცხოვან თურმანიძეების ოჯახს ახლად აშენებული სახლები გადაეცათ.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მოქმედებს არაერთი სოციალური პროგრამა, ხშირად რჩებიან ოჯახები, რომლებიც ამ პროგრამების მიღმა არიან. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ინიციატივა ადგილობრივ დონეზე და ვეხმარებით უსახლკარო ოჯახებს. პროექტი სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება,”-ამბობს სამტრედიის მერი დავით ბახტაძე.

სოციალური ინიციატივის ფარგლებში, გასულ წელს მუნიციპალიტეტში აშენდა 4 საცხოვრებელი სახლი. 2025 წლისთვის დაგეგმილია კიდევ 7 სახლის მშენებლობა – ამ ეტაპზე 4 ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო 3-ზე დაწყებულია სატენდერო პროცედურები.


ტეგები:

Facebook - კომენტარები