TOPNEWS » მთავარი თემა » 2026 წლის პირველი ახალშობილი რაჭაში

2026 წლის პირველი ახალშობილი რაჭაში

2026 წლის პირველი ახალშობილი რაჭაში

ონის სოფელ ღებში ქალმა მეექვსე შვილზე სახლში იმშობიარა. 

გამოძახებაზე მისულ ონის რაიონული სამსახურის პირველ ბრიგადას ქალი ნამშობიარები დახვდა. 

“ადგილობრივმა ექთანმა დედას ჩაუტარა საჭირო სამედიცინო დახმარება. საწოლზე დაგვხვდა ზეწარში გახვეული პატარა თავისი ჭიპლარით და პლაცენტით გადაბმული. სამეანო კომპლექტის დახმარებით მოხდა ჭიპლარის გადაჭრა და საჭირო სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება.

  დედა და ახალშობილი სტაბილურ მდგომარეობაში გადაყვანილ იქნენ ქალაქ ამბროლაურის სამშობიაროში, სადაც უკვე დაგხვდნენ დიდი სიხარულით.

ეს პატარა გოგონა პირველი დაბადებული ბავშვი იყო 2026 წელს რაჭაში.

ექიმი ირინე ჩიხრაძე; ექთანი ნინო ბიძიშვილი; მძღოლი ელდარი რაზმაძე,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu