TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში ფორუმი-“ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის - ქუთაისი“ გაიმართება
ქუთაისში ფორუმი-“ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის - ქუთაისი“ გაიმართება
ქუთაისში ფორუმი-“ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება საქართველოს გულისთვის - ქუთაისი“ გაიმართება. როგორც ანონსშია ნათქვამი, მისი ერთ-ერთი სპიკერი ბიზნესმენი დავით ცერცვაძე იქნება და
ფორუმი განსხვავებული აზრების შეჯერებას და ქვეყნის მომავალზე საერთო ხედვის შემუშავებას ეძღვნება.
“ვიმსჯელებთ სახელმწიფოს როლზე, მოქალაქისა და ხელისუფლების ურთიერთობაზე, ქვეყნის ღირებულებებსა და საქართველოს, იმერეთისა და ქუთაისის ადგილზე მსოფლიოში.
შემოგვიერთდით 29 მარტს, 13:00 საათზე, ქუთაისში („გალა", #29 ზაქარია ფალიაშვილის ქ).
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს — www.gulistvis.ge,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





