TOPNEWS » მთავარი თემა » რა დახმარებით სარგებლობენ ლაილაშის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები?

რა დახმარებით სარგებლობენ ლაილაშის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები?

რა დახმარებით სარგებლობენ ლაილაშის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები?

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი,  ლაილაშის პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებსა და პედაგოგებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სტუდენტებს გააცნეს მერიის სოციალური პროგრამა, რომელიც პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. პროგრამის თანახმად, სწავლის დაწყებისას სტუდენტებს სხვადასხვა საჭიროებისთვის 300 ლარი ერიცხებათ, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ ერთჯერადი დახმარების სახით 1700 ლარი გადაეცემათ.

მერმა ახალგაზრდებთან საუბრისას პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება.

„პროფესიული განათლება ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიებს, მიიღონ შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც მათი წარმატებული კარიერის საფუძველია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწავლის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ რეგიონში გამოიყენოთ და თქვენი წვლილი შეიტანოთ ლეჩხუმის განვითარებაში. ჩვენი სურვილია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, პროფესიულად განვითარდნენ და საკუთარი მომავალი მშობლიურ კუთხეს დაუკავშირონ“, – მიმართა სტუდენტებს ჭაბუკი ჭაბუკიანმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით ჩაკვეტაძე, ლაილაშის საჯარო სკოლის დირექტორი ალეკო გიორგობიანი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu