TOPNEWS » მთავარი თემა » ვანში 42-ვე სოფელთან მისასვლელი საავტომობილო გზა გახსნილია

ვანში 42-ვე სოფელთან მისასვლელი საავტომობილო გზა გახსნილია

ვანში 42-ვე სოფელთან მისასვლელი საავტომობილო გზა გახსნილია

ვანის მუნიციპალიტეტში 42-ვე სოფელთან მისასვლელი საავტომობილო გზა გახსნილია და ტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება. 

ვანის მერის, ალექსანდრე გოგორიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

“რაც შეეხება ენერგომომარაგებას, 2 მარტის დილის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში 500-მდე აბონენტი რჩება ელექტროენერგიის გარეშე. ენერგოკომპანიის ჯგუფები გასული არიან ადგილებზე და მუშაობენ აქტიურად, რათა აღმოფხვრან დაზიანებები. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, 200-მდე აბონენტი რჩება გაზის გარეშე. მიმდინარეობს სამუშაოები და ორი დღის ვადაში პრობლემა სრულად იქნება მოგვარებული. რაც შეეხება დიდთოვლობისგან დაზიანებულ სახლებს,  ჩვენთან ამ დროისთვის 70 სახლზეა შემოსული ინფორმაცია, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან ყველა ინფორმაცია ჩვენს ცხელ ხაზზე ამ დროისთვის სრულად არ არის დაფიქსირებული. ვმუშაობთ ყველა შეფერხების დროულად აღმოსაფხვრელად. მადლობა ჩემს ვანელებს მოთმინებისა და გაგებისათვის,”-ამბობს ალექსანდრე გოგორიშვილი.  

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu