TOPNEWS » მთავარი თემა » ძლიერმა წვიმამ ბაღდათის სოფელში მეწყრული პროცესი გამოიწვია

ძლიერმა წვიმამ ბაღდათის სოფელში მეწყრული პროცესი გამოიწვია

ძლიერმა წვიმამ ბაღდათის სოფელში მეწყრული პროცესი გამოიწვია

ძლიერმა წვიმამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში, რუხვაძეების სახლთან მისასვლელი გზა დააზიანა და  გზის ნაწილი წაიღო. ნალექმა ასევე  დააზიანა ეგუტიძეების  საცხოვრებელი სახლის ეზოც.

სტიქიისგან დაზიანებულ ადგილებს სოფელ პირველ ობჩაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სილაგაძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. 

“აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, შესაბამისმა სამსახურებმა უკვე მიმართეს გეოლოგებს, რათა  დროულად მოხდეს სტიქიით გამოწვეული პროცესების შესწავლა შემდგომი რეაგირებისთვის,”-აცხადებენ ბაღდათის მერიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu