TOPNEWS » მთავარი თემა » რა მოხდა ონის მერიაში და რატომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე?

რა მოხდა ონის მერიაში და რატომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე?

რა მოხდა ონის მერიაში და რატომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე?

მარიტა გუტაშვილმა, რომელსაც შოვში მომხდარი სტიქიის დროს ოჯახის 9 წევრი დაეღუპა ონის მერიის შენობაში საკონფერენციო დარბაზი დაარბია და ინვენტარი დააზიანა. ინფორმაციას “მთის ამბები” ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ინციდენტის ნაწილს ონის მერი, სერგი ხიდეშელი საკუთარი ტელეფონით იღებდა. შემთხვევა 7 დეკემბერს მოხდა. “მთის ამბების” ცნობით, მარიტა გუტაშვილი ონის მერიის საკონფერენციო დარბაზში პროექტის პრეზენტაციას მართავდა.

“მან გააპროტესტა მერიის ზოგიერთი თანამშრომლის მხრიდან დამამცირებელი დამოკიდებულება და კომენტარები, რასაც ინციდენტი მოჰყვა”, – წერს მედია.

გამოცემის ცნობით, შემთხვევის დროს გუტაშვილი ცუდად გახდა და მას დახმარება სასწრაფოს ექიმებმა გაუწიეს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu