TOPNEWS » მთავარი თემა » "ენერგო პრო ჯორჯია" მოსახლეობას მიმართავს

"ენერგო პრო ჯორჯია" მოსახლეობას მიმართავს

"ენერგო პრო ჯორჯია" მოსახლეობას მიმართავს

"ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას უსაფრთოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.

"საქართველოს რეგიონების ყველა რაიონულ ცენტრს მიეწოდება ელექტროენერგია. ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური ამჟამად კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს იმ სოფლებში, სადაც ჯერ კიდევ სრულად არ არის აღდგენილი დაბალი ძაბვის ელექტროქსელი.  

სს "ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები მიმართავენ მოსახლეობას და სხვა პირებს, არსებული ძლიერი ქარის გამო, ან სხვა მიზეზით თუ სადმე შეამჩნიეთ გაწყვეტილი სადენი, დაზიანებული ელექტრობოძი, გთხოვთ არ მიეკაროთ რამდენიმე მეტრით ახლოს. კომპანისს ელექტრიკოსები მუშაობენ და აუცილებლად მოვლენ ყველა სოფელში და შეაკეთებენ ქსელს,"-აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის, თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შეუქმნა. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu