KIU-ს წარმატებული კურსდამთავრებული გერმანულ ტექნოლოგიურ და საკონსულტაციო კომპანიაში დასაქმდა
გაიცანით აკაკი მაჭარაშვილი, KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული.
აკაკის პროფესიული კარიერა, ამჟამად, გერმანულ ტექნოლოგიურ და საკონსულტაციო კომპანია Exxeta-ს საქართველოს ოფისში გრძელდება, სადაც ხელოვნური ინტელექტისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციას იკავებს.
აკაკი მაჭარაშვილი ბიზნესის წარმომადგენლებს კონსულტაციას უწევს ციფრულ ტრანსფორმაციასა და პროგრამული გადაწყვეტილებების დანერგვაში.
ის KIU-ში სწავლის პერიოდში არა მხოლოდ წარმატებული სტუდენტი, არამედ ორი საგნის სტუდენტ-ასისტენტიც იყო, რაც საშუალებას აძლევდა პროფესორებთან ერთად ჩართულიყო სასწავლო პროცესის დაგეგმვაში. ამასთანავე, აკაკი KIU-ს მიერ ორგანიზებული ორი კონკურსის - „M ვექტორი“ და „KIU Pi-Day Contest“ გამარჯვებულია.
2021 წელს ჟაუტიკოვის მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IZhO) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ აკაკიმ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.
“KIU-ში ოთხი წლის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა მესწავლა და მემუშავა როგორც გერმანელ, ისე ქართველ პროფესორებთან ერთად, რამაც უზარმაზარი ცოდნა და გამოცდილება შემძინა. ვისწავლე პროგრამირების ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელსაც ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ვიყენებ. დღეს, გერმანულ კომპანიაში ვმუშაობ და ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანი იყო KIU-ში მიღებული ცოდნა. KIU არის ადგილი, სადაც ჩემი ინტერესები ტექნოლოგიების მიმართ რეალურ შესაძლებლობებად გარდაიქმნა,” - აკაკი მაჭარაშვილი.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს და ახალგაზრდა მკვლევრებს ინკლუზიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს.

















