TOPNEWS » მთავარი თემა » სოფლები ამბროლაურში, სადაც გზები იგება

სოფლები ამბროლაურში, სადაც გზები იგება

სოფლები ამბროლაურში, სადაც გზები იგება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზის რეაბილიტაცია გრძელდება.

ამბროლაურის მერიის ინფორმაციით, სასოფლო გზების რეაბილიტაციის პირველი რიგის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ზნაკვაში, სადაც 3.7 კმ-მდე  ბეტონის საფარი იგება. პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 424 000 ლარს შეადგენს.

"ბეტონის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ბოსტანაში. პროექტის ღირებულება 157 000 ლარია და სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება.

აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება,"-აცხადებენ ამბროლაურის მერიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu