რეკლამა

ვანში დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს

ვანში დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დღესასწაული სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღინიშნა. ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მოადგილეებმა გოჩა ჭუბაბრიამ და ვლადიმერ ხელაძემ, მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად გვირგვინით შეამკეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და მათ მოსახსენიებელ  პარაკლისს დაესწრნენ. 

 26 მაისი სპორტული  აქტივობებით აღინიშნა სპორტ-სკოლაში. გაიმართა ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, სადაც მუნიციპალიტეტის 6 სკოლის მოსწავლეები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
 
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ლევან გერსამიას სახელობის ვანის კულტურის ცენტრში კონცერტით დასრულდა. მასში მონაწილეობდნენ: ჯგუფი „არგო“, ანსამბლი „ჰერიო“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „ახალი ერა“ და სხვები. 

17 საათსა და 10 წუთზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დარბაზში აჟღერდა საქართველოს ჰიმნი.

დამოუკიდებლობის დღის 26 მაისს აღნიშვნა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადებას უკავშირდება. მაშინდელმა რესპუბლიკამ 1921 წლამდე იარსება. მეორედ კი, 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის შემდეგ, საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წელს მოიპოვა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები