TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულს ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატა
ხარაგაულს ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატა

ხარაგაულს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა. სივრცე კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარის პირას მოეწყო.
პროექტის ფარგლებში მოხდა მდინარისპირა ზოლის მოწესრიგება, სავალი ბილიკების მოწყობა, დასასვენებელი სკამებისა და დეკორატიული განათების მონტაჟი, ასევე ტერიტორიის გამწვანება.
მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობისთვის ჯამურად 794 600 ლარი დაიხარჯა.