რეკლამა

სტიქია ბაღდათში-მინერალური წყლის საწარმო "ზეკარი" საფრთხეშია

სტიქია ბაღდათში-მინერალური წყლის საწარმო "ზეკარი" საფრთხეშია

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ზეკარის ხეობაში არსებული საწარმო საფრთხეშია.  უხვი ნალექის გამო ადიდებულმა მდინარე ხანისწყალმა  კალაპოტი გაარღვია და კომპანია "ზეკარის” ტერიტორია დატბორა.  წყალმა დატბორა საწარმოს ეზო და დააზიანა შენობა-ნაგებობები.  ძლიერი ნაკადისა და წყლის დონის გამო, საწარმოს თანამშრომლები ვერ ახერხებენ ქარხნის შიდა პერიმეტრზე შესვლას. შესაბამისად ჯერ უცნობია დაზიანდა თუ არა დანადგარები. კომპანია “ზეკარი” მინერალური  წყლის მწარმოებელი საწარმოა, რომელშიც ადგილობრივები არიან დასაქმებულები.

კომპანიის ხელმძღვანელობა ხელისუფლებას დახმარებას და ადგილზე არსებული სიტუაციის სწრაფად შესწავლას სთხოვს, რათა საწარმომ ფუნქციონირების აღდგენა შეძლოს. სტიქიის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ ხეობაში ასევე გზის ნაწილი დააზიანა. ამ დროისთვის უცნობია ზარალის ოდენობა. ხეობაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები