TOPNEWS » მთავარი თემა » “ლეჩხუმობა 2025”-ზე ლეჩხუმის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს

“ლეჩხუმობა 2025”-ზე ლეჩხუმის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს

“ლეჩხუმობა 2025”-ზე ლეჩხუმის საპატიო მოქალაქეები დაასახელეს

ცაგერის  მუნიციპალიტეტში „ლეჩხუმობა - 2025“ აღინიშნა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ლადო ასათიანის სახელობის ბულვარში პოეტის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ძეგლი ყვავილებით შეამკეს. 

სახალხო დღესასწაულზე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგნენ რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები. გაიმართა მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ასევე მოწყობილი იყო ეთნო კუთხე, საბავშვო-გასართობი სივრცეები. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საპატიო და ღვაწლმოსილი ლეჩხუმელები დააჯილდოვეს. 

საპატიო ლეჩხუმელის ჯილდო  გადაეცათ: რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე ქრისტინე კობახიძეს; ბიზნესმენს, ქველმოქმედს, საზოგადოება „ლეჩხუმის“ თავმჯდომარე გალაქტიონ ახვლედიანს; ბიზნესმენს, ქველმოქმედს, საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრ სერგო ხაბულიანს; ცაგერის სურათების გალერეის გამგეს, მხატვარ ნუგზარ კოპალიანს; კულტურის სფეროს მოღვაწეს, მომღერალ ალექსანდრე გოგიძეს;  სამოქალაქო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს ინსპექტორს, მყვინთავ-მაშველ ელიზბარ კოპალიანს. 

ლეჩხუმობის დღესასწაულს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი კარლო კოპალიანი, პოეტ ლადო ასათიანის შვილიშვილი ეკა ჯანიკაშვილი ესწრებოდნენ.

სადღესასწაულო ღონისძიებები „თეატრალური კვარტეტის“ გალა კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu