რეკლამა

ვარდის ქალაქი-პოპულარული და საინტერესო ადგილი ბაღდათში

ვარდის ქალაქი-პოპულარული და საინტერესო ადგილი ბაღდათში

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტურისტულ მარშრუტში როდოპოლისის ციხე-ქალაქს ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 

როდოპოლისი, რომელიც შუა საუკუნეებში ეგრისის სამეფოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში მდებარეობს.

"ბაღდათის ქვეყანა“ ისტორიულ-გეოგრაფიულად ვარციხით იწყება. თავდაპირველად მისი სახელი ვარდციხეა – „ვარდის ციხე“, ამიტომაც უწოდეს მას ძველმა ბერძნებმა, ბერძნული თარგმნით,  „როდოპოლისი“ – ვარდის ქალაქი.

უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის გულში, სამი მდინარის შესაყარში, აღმართულ ქალაქს. აქ გაივლიდა ინდოეთიდან მომავალი „დიდი წყლის გზა“ (სამდინარო გზა) და ჩრდილოეთიდან მომავალი სახმელეთო გზაც. ვარციხე ბუნებრივ სიმაგრეებს მოკლებული იყო. ამიტომ შიშველ დაბლობზე მდებარე ქალაქს ადგილობრივი ქართველობა გამუდმებით ამაგრებდა და აშენებდა.

როდოპოლისის ციხე ქალაქის ნანგრევების მიმართ  ინტერესი დიდია   არქეოლოგიური გათხრები აქ 1972 წლიდან დაუწყო,  სადაც გამოვლინდა  lV-V საუკუნის გალავან შემორტყმული ქალაქის კომპლექსი ნაწილი.

როდოპოლისის ციხე-ქალაქის მიმართ ტურისტების ინტერესი დიდია. 
ბაღდათში ჩამოსული ვიზიტორების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  სანახაობრივი ადგილია როდოპოლისი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები