TOP-NEWS.GE / ქუთაისში გაჩერებულ სატვირთოს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ქუთაისში გაჩერებულ სატვირთოს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ქუთაისში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდობის გამზირზე 2 მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, შედეგად მსუბუქი ავტომობილების მძღოლები ადგილზე დაიღუპნენ.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

14-07-2025, 12:40
უკან დაბრუნება