სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქუთაისის ზონალურ-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში ცოფის დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი დაინერგა.
ქუთაისის ლაბორატორია აღიჭურვა უახლესი აპარატურით, რაც იძლევა შესაძლებლობას დასავლეთ საქართველოში დროულად ჩატარდეს დიაგნოსტიკა და მოსახლეობამ ოპერატიულად მიიღოს სანდო კვლევის პასუხები.
დანერგილი სიახლეებისა და ლაბორატორიის შესაძლებლობების შესახებ ადგილზე გაიმართა შეხვედრა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ქუთაისის მერის მოადგილე თამარ დახუნდარიძე და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა, ასევე, ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი დაათვალიერეს.