ქუთაისში, “ტორპედოს” საწვრთნელ ბაზაზე სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი იხსნება
ქუთაისში, “ტორპედოს” საწვრთნელ ბაზაზე სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი იხსნება.
კლუბის ინფორმაციით, კლინიკა სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შეიქმნა და მიზნად ისახავს პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უზრუნველყოფას.
“აქ დაგხვდებათ მრავალწლიანი გამოცდილების გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიონალურ მიდგომას თითოეული პაციენტის მიმართ.
სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი გთავაზობთ:
• სპორტული ტრავმების პრევენცია და მკურნალობა;
• ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაცია;
• ხერხემლისა და სახსრების პრობლემების მართვა;
• ფიზიოთერაპია და ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამები.
მისამართი: ქუთაისი, ჰერმან გმაინერის 2 (“ტორპედოს” საწვრთნელი ბაზა)
📞 დამატებითი ინფორმაციისთვის: 598 64 22 08,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

















