რეკლამა

ვანში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ვანში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა.

ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვლადიმერ ხელაძემ ვეტერანებთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო.

სოხუმი 31  წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს  დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
 
სოხუმის დაცემის დღის გამო და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია სახელმწიფო დაწესებულების ყველა შენობაზე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები