რეკლამა

ბაღდათისა და კურორტ საირმის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

ბაღდათისა და კურორტ საირმის გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

კურორტ საირმის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც სამუშაოების მწარმოებელ კომპანია "საქმილსადემშენში" აცხადებენ, მშენებლობის პროცესში შეფერხება იქნება საავტომობილო გზაზე და გადაადგილება შეთანხმებული განრიგით მოხდება.

"ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად 
19:30 დან – 08:30 მდე  
13:00 დან – 14:30 მდე

 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-14) ქუთაისი (საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32+000-კმ47+800 მონაკვეთის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა ახალი სახიდე გადასასვლელები, ხელოვნური ნაგებობები, ბორდიურები, მოხდება გზის გაფართოება და სრულად რეაბილიტირდება ასფალტ-ბეტონის საფარი. შესაბამისად ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია მნიშვნელოვნად გაუმარტივებს გადაადგილებას როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე რეგიონის ვიზიტორებსა და ტურისტებს,"-აცხადებენ კომპანიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები