ლენტეხის მუნიციპალიტეტს მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზარი ექნება. ბაზრის მშენებლობა დაბაში აღმაშენებლის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს.
"პროექტის ფარგლებში ერთსართულიანი შენობა მთლიანად აშენდა, მოხდა შენობის გარე ფასადის მოპირკეთება და ამ ეტაპზე შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ლიდერმშენი 555“ ასრულებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 87 865 ლარს შეადგენს. სამუშაოები მონიტორინიგის მიზნით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ონიანმა მოინახულა. ლენტეხის მუნიციპალიტეტში ბაზრის არარსებობა წლების განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იყო.
პროექტი მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება,"-ნათქვამია ლენტეხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.