რეკლამა

გელათში წყალი კვლავ ჩადის-რა ხდება ადგილზე?

გელათში წყალი კვლავ ჩადის-რა ხდება ადგილზე?

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. 

"სარესტავრაციო კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვიგებთ, რომ 5-6 თებერვალს გელათის ძირითადი ტაძრის სივრცეში წყლის შეღწევის 3 კერაა იდენთიფიცირებული. განცხადებაში არ სახელდება კონკრეტულად რა კერებზეა საუბარი. 
პირველი კომენტარებით აქცენტი სარკმელებზე კეთდებოდა, თუმცა მათ მიერვე გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, რომ რეალობა განსხვავებულია.

მიუხედავად საჯაროობის შესახებ მრავალჯერ გაკეთებული დაპირებისა, ინფორმაცია ზედმეტად ზოგადი და ზედაპირულია. არაფერია ნათქვამი ბოლო, წყლის ინტენსიური ჩასვლის შედეგად მიყენებული უარყოფითი ზიანის შესახებ უშუალოდ ფერწერის ფენაზე.

განცხადებაში აქცენტი კეთდება მხოლოდ მთავარ ტაძარზე მაშინ, როცა წმ. გიორგის ეკლესიის სივრცეშიც ჩავიდა წყალი საერთო ხასიათის პრობლემების გამო. მრავალი მოთხოვნის იგნორირების ფონზე, რომ არასათანადო წესით მოწყობილი დროებითი გადახურვის სასწრაფოდ შეცვლილიყო, ბოლო 9 თვის მანძილზე სარესტავრაციო კომიტეტი არაერთი განცხადებით ადასტურებდა დროებითი გადახურვის გამართულობას და ამბობდა, რომ ის წყალს არ ატარებს. რამდენადაც ფიზიკური დაზიანება გადახუვას და მის კონსტრუქციულ ნაწილს არ მიუღია, 5-6 თებერვლის ბოლო შემთხვევით დასტურდება ვარაუდი, რომ გასული წლების მანძილზე წყალი დროებითი გადახურვის ქვეშ მაინც ჩადიოდა, თუმცა, ბოლო, უხვმა ნალექმა მისი უარყოფითი ეფექტი თვალხილული გახადა,"-აცხადებენ ორგანიზაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები