დეპუტატების მიერ ქუთაისის საკრებულოს სხდომების გაცდენებთან დაკავშირებით "ფლანგვის დეტექტორი" კვლევას აქვეყნებს.
"2023 წლის განმავლობაში ქუთაისის საკრებულოში 34 (22 რიგითი და 12 რიგგარეშე) სხდომა გაიმართა. რაც შეეხება 2023 წელს ქუთაისის საკრებულოს წევრთა შრომის ანაზრაურებას, მასზე 1,195,826 ლარი დაიხარჯა. თვეების მიხედვით განსხვავდებოდა შრომის ანაზრაურებაზე დახარჯული თანხები. ამ მხრივ ყველაზე დიდი რაოდენობით თანხები 2023 წელს ივნისის თვეში გაიცა. ივნისის თვეში შრომის ანაზრაურებაზე 117,319 ლარი დაიხარჯა, როდესაც სხვა თვეების განმავლობაში ეს მაჩვენებელი 106-დან 110 ათას ლარამდე მერყეობდა.
შრომის ანაზღაურების პარალელურად, ქუთაისის შემთხვევაშიც აქტუალურია გაცდენების მაჩვენებელი. აღსანიშნავია, რომ გაცდენებით 2022 წლის მსგავსად, კვლავ ოპოზიციის წევრები გამოირჩევიან. გაცდენების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უფიქსირდებათ:
-
კახაბერ გაბუნია - 14 გაცდენა
-
დავით ბახტაძე - 13 გაცდენა
-
დარეჯან ფხაკაძე - 13 გაცდენა
-
ანა კოხრეიძე - 12 გაცდენა
-
ქეთევან ხურციძე; ნინო ბიბილეიშვილი; თედო მესხი; ნინო ჩიკვაშვილი - 11 გაცდენა.
ბუნებრივია, საკრებულოს წევრები შესაძლოა მართლა ხვდებოდნენ მოსახლეობას, სწავლობდნენ მათ პრობლემებს, თუმცა პრობლემებზე რეაგირების მათ ხელთ არსებული ბერკეთი საკრებულოს სხდომებზე დასწრება, თემების დღის წესრიგში დაყენება, მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღებაა. როგორც ჩანს საკრებულოს წევრების ნაწილი საერთოდაც არ მიიჩნევს, რომ ხალხის დასახმარებლად საკრებულოს სხდომაზე დასწრება აუცილებელია.
დარეჯან ფხაკაძე ენმ-ს ყოფილი წევრი იყო. მან საკრებულოს ფრაქცია და პარტია 2023 წლის ნოემბერში დატოვა და გადაწყვეტილების განმარტების დროს კი განაცხადა “საკრებულოში შემოსვლისას მინდოდა ხალხს დავხმარებოდი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. დღეს არის სკამებისთვის ბრძოლა. მე მათთვის არ მიღალატია, მათ მიღალატეს, ამიტომ ვტოვებ ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" და პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". საინტერესოა, როგორ აპირებდა საკრებულოს წევრი ხალხის დახმარებას, საკრებულოს სხდომების თითქმის ნახევარის გაცდენით.
საკრებულოს სხდომებზე მუნიციპალიტეტის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება და მათზე დასწრება არჩეული დეპუტატების პირდაპირი ვალდებულებაა. კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები თავის უფლებამოსილებას უსასყიდლოდ და ჩვეული სამსახურებრივი საქმიანობისგან მოუწყვეტლად უნდა ახორციელებდნენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატები სხდომებს არ ესწრებიან, არც რაიმე შეხვედრები აქვთ მოსახლეობასთან და არ არსულებენ დეპუტატის ფუნქციას, ისინი ბიუჯეტიდან დაფინანსებას მაინც იღებენ,"-ნათქვამია კვლევაში.