18-19 ოქტომბერს ქალაქ წყალტუბოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო-2025“ გაიმართება!
ღონისძიების ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჩატარდება სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობები.
თეატრალური პერფორმანსები;
ღვინის დაწურვის ცერემონიალი;
ფოლკლორული და საზეიმო კონცერტები;
საგანგებო სიტუაციების მართვისა და თავდაცვის ძალების ტექნიკის გამოფენები;
შეხვედრა „წიგნების გმირებთან“;
მოსწავლეთა პერფორმანსები.
ტრადიციულად გაიმართება საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, დასახელდებიან ღვაწლმოსილი პედაგოგები, ხოლო სოციალურად დაუცველ 7 ოჯახს გადაეცემა სახლების გასაღებები.
“შემოდგომის წყალტუბო“ – ჩვენი დღესასწაულია, რომელიც გვაერთიანებს, გვავსებს იმედითა და რწმენით, გვიბიძგებს ქალაქის განვითარებისა და წინსვლისკენ.
გთხოვთ მობრძანდეთ და ერთად ვიზეიმოთ „შემოდგომის წყალტუბო 2025“ -ნათქვამია ღონისძიების ანონსში.