TOPNEWS » მთავარი თემა » უახლოეს პერიოდში, ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყება

უახლოეს პერიოდში, ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყება

უახლოეს პერიოდში, ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყება

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მოადგილეებთან, რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერ დავით კუბლაშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფელ კურსებში იმყოფებოდა.

მინისტრი, სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობას.

რევაზ სოხაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე განიხილა არსებული ვითარების სტაბილიზაციისა და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის გზები - მიმდებარე სოფლებამდე მისასვლელი დამატებითი გზის მოწყობის შესაძლებლობა.

მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, უახლოეს პერიოდში დაიწყება ალტერნატიული დროებითი გზის მოწყობის სამუშაოები. პარალელურად, მომზადდება ახალი მუდმივი შემოვლითი გზის პროექტიც.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu