რეკლამა

ჯანმრთელობისა და სიმშვიდის წელი დაგდგომოდეთ-ვანის მერის მილოცვა მოსახლეობას

ჯანმრთელობისა და სიმშვიდის წელი დაგდგომოდეთ-ვანის მერის მილოცვა მოსახლეობას

ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი მოსახლეობას მიმართავს, 2023 წელს აჯამებს და 2024 წლის დადგომას ულოცავს.

"ძვირფასო ვანელებო! გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს, ბარაქას, სითბოს და სიყვარულს!

 ყოველი ადამიანი განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება ახალ წელს. მოლოდინით ცვლილებებისა უკეთესობისკენ, მოლოდინით, რომ დადგა სურვილების ასრულების და მიზნების განხორციელების დრო.

 მნიშვნელოვანი იყო სრულიად საქართველოსთვის  2023 წელი. ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირისკენ წარმატებული ნაბიჯი გადადგა.  მნიშვნელოვანი იყო ასევე ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ეს წელი  ეკონომიკის განვითარების, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის სიცოცხლისუნარიანობის აღდგენის, ქალაქის ცენტრისა და მისი შემოგარენის თანამედროვე, ევროპული დონის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.

 უამრავ გაკეთებულ საქმესთან ერთად, მრავალფეროვანია სამომავლო გეგმები. მჯერა, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, აღმშენებლობითი პროცესების განხორციელებას შევძლებთ. მინდა, ყველა ერთად იმედიანად, მომავლის რწმენითა და წარმატებების სურვილით შევეგებოთ ახალ 2024 წელს.

მოკრძალებული სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ შობა-ახალ წელს ჩვენს უფროს თაობას, უხუცეს ვანელებს. ბედნიერების, შემოქმედებითი ცხოვრების, თანამედროვე სიახლეთა წვდომის წელი ყოფილიყოს ახალგაზრდობისათვის. ვულოცავ სამშობლოდან შორს, ემიგრაციაში მყოფ ვანელებს, ერთად ყოფნისა და სასიკეთო ცვლილებების წლები დაგდგომოდეთ! ვულოცავ პედაგოგიურ საზოგადოებას, საყრდენს ჩვენი ინტელექტუალური განვითარებისა! ვულოცავ  სამედიცინო პერსონალს. ჯანმრთელობისა და სიმშვიდის წელი დაგდგომოდეთ! ვულოცავ ყველა საჯარო მოხელეს, ვინც პატიოსნად ემსახურება ადამიანებს. ვულოცავ თითოეული ოჯახის სიმშვიდისა და უსაფრთხოების დამცველ  პოლიციელებს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს. ბიზნესისა და სოფლის მეურნეობის ყველა წარმომადგენელს, კულტურული და სპორტული საზოგადოების ღირსეულ წევრებს. სრულიად მუნიციპალიტეტის მოსახლეობას!    

ვისურვებდი, რომ დამდეგი 2024 წელი იყოს დღეგრძელობის, სიკეთით, სიყვარულით და ბედნიერებით დატვირთული წელი. მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით, მუხლჩაუხრელი შრომითა და ერთმანეთის სიყვარულით შევძლებთ, რომ უკეთეს ვანში ვიცხოვროთ! ვიმედოვნებ, რომ ახალი წელი კიდევ უფრო მეტად საქმიანი, წარმატებული და სასიკეთო იქნება.
უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!,"-ნათქვამია მერის მილოცვაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები