თერჯოლის მერიამ მოსახლეობას საახალწლო სიურპრიზი მოუწყო.
თერჯოლის ქუჩებში თოვლის ბაბუასთან ერთად, საახალწლო ფორმაში გამოწყობილი გოგონების მსვლელობა გაიმართა. ქალაქის მასშტაბით, თოვლის ბაბუებისა და მშვენიერი ელფების რამდენიმე ჯგუფმა ორგანიზაციებს, მოქალაქეებს და ბავშებს ახალი 2024 წელი მიულოცა, საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული დაურიგა.
"სადღესასწაულო აქტივობა თერჯოლაში დილიდან დაიწყო და რამდენიმე საათში ქალაქი სრულად მოიცვა. აღსანიშნავია, რომ თერჯოლაში, მსგავსი ტიპის მასშტაბური საახალწლო მსვლელობა, პირველად მოეწყო,"-აცხადებენ თერჯოლის მერიაში.