რეკლამა

"თეოლაინი"-სივრცე ნაპოლში, რომელიც ქართველი ემიგრანტების ოცნებებს ახდენს

"თეოლაინი"-სივრცე ნაპოლში, რომელიც ქართველი ემიგრანტების ოცნებებს ახდენს


თეონა თოფურია ლაზეროთერაპევტ-კოსმეტოლოგია.  6 წელია, რაც ემიგრაციაში, იტალიის ქალაქ ნაპოლში იმყოფება. ერთ წელზე მეტია თეონა ესთეტიკური მედიცინის ცენტრს “თეოლაინს” ხელმძღვანელობს. როგორც თავად გვიყვება, სპეციალობის სიყვარულმა გადააწყვეტინა, რომ საქმე, რასაც საქართველოში სიყვარულით აკეთებდა, ნაპოლში გაეგრძელებინა და ქართველი ემიგრანტებისათვის შეექმნა სივრცე, სადაც ისინი ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევას და ოცნებების რეალობის ქცევას შეძლებდნენ. 

“6 წელია, რაც უკვე ვიმყოფები ემიგრაციაში. ემიგრანტის ცხოვრების გზა საკმაოდ რთული არის და ამავდროულად მტკივნეული. არ არის მარტივი იყო შორს პირველ რიგში ოჯახისგან, ქვეყნისგან, შემდეგ საყვარელი ადამიანებისგან და ასევე შენი საქმიანობისგან, რომელიც ძალიან გიყვარს და შენია. არც ის არის მარტივი ამ ყველაფერს ფსიქოლოგიურად  გაუმკლავდე. რაც შეეხება ესთეტიკური მედიცინის ცენტრის დაარსების იდეას, სწორედ ჩემი საქმის სიყვარულმა გადამადგმევინა ის ნაბიჯი, რომ უცხო მიწაზე, თუნდაც იმ დატვირთვით, რა დატვირთვითაც ახლა ვსაქმიანობთ, ჩემი საყვარელი საქმე მეკეთებინა. 

ზოგადად მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და მითუმეტეს, პაციენტებთან. ძალიან მნიშვნელოვანია კმაყოფილი პაციენტი. რა თქმა უნდა, ვფიქრობდი, რომ ჩვენი ემიგრანტებისთვის რაიმე ისეთი გამეკეთებინა, რაც უცხო მიწაზე მათ გაახარებდა, ცხოვრების უფრო მეტ ხალისს, მოტივაციას, საკუთარი შესაძლებლობების რწმენას მისცემდა. ერთ დღესაც, ერთი წლის წინ, ეს იდეა განვახორციელე და დღეს, ესთეტიკური მედიცინის ცენტრ “თეოლაინში” ემიგრანტებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მათთვის ხელმისაწვდომი იყოს ისეთი მოთხოვნადი პროცედურები, როგორიცაა ლაზეროთერაპია, სახის მოვლის პროცედურები და სხვა ბევრი რამ. 

მე კარგად მესმის და ვიცი, რაც არის და რას ნიშნავს ყოველი თეთრი, რასაც ემიგრანტები ემიგრაციაში მძიმე შრომის ფასად, ჯანმრთელობის ხარჯზე გამოიმუშავებენ. ამიტომ, ვცდილობთ, სერვისი გამართული, მაღალი ხარისხის, ხოლო მომსახურების ღირებულება ჩვენი ემიგრანტების ფინანსურ შესაძლებლობებზე მორგებული იყოს. მივყვებით ყოველდღიურობას. სამომავლოდ ბევრი კარგი იდეა გვაქვს, ბევრი კარგი საქმის გაკეთებას ვგეგმავთ რა თქმა უნდა, ჩვენს იმ დიდ ოჯახთან ერთად, რასაც ჩვენი ემიგრაცია ჰქვია,”-ამბობს თეონა თოფურია. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები