ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში მერიის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მეორე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა მიიღეს.
ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა ქალაქის საჯარო სკოლებისა და უნივერსიტეტების აქტიური მოსწავლეებითა და სტუდენტებით არის წარმოდგენილი. საბჭოს 30-ვე წევრი კონკურსის წესით შეირჩა.
საბჭოს მიზანია ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. პირველ სხდომაზე ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ ვახო აბაშიშვილი აირჩიეს.