რეკლამა

"ორი დღის განმავლობაში ქუთაისი იყო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ საერთაშორისო საბალეტო საზოგადოების ყურადღების ცენტრში"

"ორი დღის განმავლობაში ქუთაისი იყო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ საერთაშორისო საბალეტო საზოგადოების ყურადღების ცენტრში"

ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალი 11-12 ნოემბერს, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი სამწლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და უშუალოდ მერის, იოსებ ხახალეიშვილის ინიციატივით და მხარდაჭერით აღდგა.

ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ ესტონეთისა და ლატვიის სახალხო არტისტი იანუს ვერსტუსი, ფესტივალის სახე კი- ბალეტის ვარსკვლავი ირმა ნიორაძე.

საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა ევროპიდან მოწვეული, ათი სხვადასხვა ქვეყნის საბალეტო დასის 50 წამყვანი პროფესიონალური ბალეტის მოცეკვავე. 

ფესტივალის დახურვის და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ცნობილი ქორეოგრაფი მაკა მახარაძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
 
ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის გრან -პრი იაპონელმა მოცეკვავემ ჰიროტო ნაკაბაიაშიმ მოიპოვა.

„ქუთაისში ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ჩატარდა. მოხარული ვარ, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ, მოვახერხეთ და ეს ფესტივალი აღვადგინეთ.

 ორი დღის განმავლობაში ქუთაისი იყო არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ საერთაშორისო საბალეტო საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
 ვულოცავ ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის გრან -პრის მფლობელს იაპონელ ჰიროტო ნაკაბაიაშის, ყველა გამარჯვებულს, მონაწილეს, ორგანიზატორებს - ფესტივალის წარმატებულად ჩატარებას!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

საერთაშორისო ფესტივალის მიზანია ბალეტის სფეროს პოპულარიზება და ქუთაისში კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები