TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურელი ზაირა ახვლედიანი, რომლის სახელს სამთო სფეროს განვითარება უკავშირდება
ჭიათურელი ზაირა ახვლედიანი, რომლის სახელს სამთო სფეროს განვითარება უკავშირდება
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ სამთო ინტელიგენციის ღვაწლმოსილ წარმომადგენელს, ზაირა ახვლედიანს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
მერი ქალბატონ ზაირას შინ ეწვია და მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისა და ქალაქის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ზაირა ახვლედიანი ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა ჭიათურის სამშენებლო ტრესტში სამთო ინჟინრად და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჭიათურის განვითარებასა და სამთო სფეროს გაძლიერებაში.
შეხვედრისას მერმა ქალბატონ ზაირას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.





